გიორგი ვაშაძე - გუშინდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული, დადგა დრო, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვას პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე
გიორგი ვაშაძე - გუშინდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული, დადგა დრო, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვას პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე

გუშინ დღეს არ ყავს დამარცხებული, გუშინ გაიმარჯვა მთლიანად საქართველომ და ვფიქრობ, დადგა დრო დავფიქრდეთ, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა თქვას პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და ჩვენ უნდა დავადგეთ დემოკრატიული განვითარების გზას, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ახლა ყიჟინის დრო არ არის, ახლა არის კიდევ უფრო მეტი მუშაობის, გეგმაზომიერი ნაბიჯების დრო, რათა საბოლოოდ შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება.

„გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იქნას მიღებული თავიდან ბოლომდე. მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, პირადად აშშ ელჩს, ევროკავშირის ელჩს, გერმანიის ელჩს და ყველა იმ ადამიანს, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღო ამ პროცესში და ვისგანაც სრული მხარდაჭერა არის ქართული დემოკრატიის მშენებლობის. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები. ყველაზე დიდი არჩევანი მაშინ უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ – ან საქართველო, სადაც შემოდის ამერიკული და ევროპული ინვესტიციები და სადაც იქმნება სამუშაო ადგილები ან საქართველო, რომელიც არის რუსულ ვექტორზე გადასული, ივანიშვილის საქართველო, რომელიც არ ვითარდება და შიმშილი და გაჭირვება აწუხებს მოსახლეობას. ეს დიდი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. მინდა გამოვეხმაურო უმნიშვნელოვანეს წერილს, რომელიც გუშინ ამერიკის სენატის და კონგრესის წარმომადგენლებმა მიწერეს მაიკ პომპეოს. სამი მთავარი საკითხია, მოცემულია ამ წერილში, პირველი ეს არის რომ საქართველო პრობლემას უქმნის ამერიკულ ინვესტიციებს, მეორე, რომ საქართველო მფარველობს საეჭვო წარმომადვლობის ირანულ ბიზნესმენებს და ირანულ ფინანსურ რესურსებს. მესამე არის ის, რომ ამ წერილში პირდაპირ მოხსენიებულია ბიძინა ივანიშვილი, როგორც რუსეთის მთავარი პარტნიორი საქართველოში. მთავარი კითხვა ისმის, საქართველო, რომელიც არის აშშ სტრატეგიული პარტნიორი, რა მიმართულებით ვითარდება და ხომ არ სჭირდება კიდევ უფრო მეტი ყურადღება აშშ-ის მხრიდან ამ პროცესს. ამ წერილს ხელს აწერს 2016 წელს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული პრეზიდენტობის კანდიდატი ტედ კრუზი და სხვა სენატორ და კონგრესმენებთან ერთად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ შეიწყალა.