გიორგი ვაშაძე - გუშინაც ვთქვი, როცა არ შემიშვეს სააკაშვილის მოსანახულებლად, ეს სცენარი ძალიან ჰგავს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის სცენარს
გიორგი ვაშაძე - გუშინაც ვთქვი, როცა არ შემიშვეს სააკაშვილის მოსანახულებლად, ეს სცენარი ძალიან ჰგავს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის სცენარს

ტყვიის გარეშე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის მოსპობა – ეს არის რეალურად ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შინაარსი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება მან „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გააკეთა, სადაც სააკაშვილთან დაკავშირებით საერთო სამოქმედო გეგმის განსახილველად შეხვედრა მიმდინარეობს.

„გუშინ, 12:00 საათზე მქონდა განცხადება, როდესაც არ შემიშვეს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად. ზუსტად ეს ვთქვი, ძალიან ჰგავს ეს სცენარი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის სცენარს. დღეს ისიც კი არ ვიცით, ტყვია ვინ გაისროლა. ამ შემთხვევაში საითკენაც ეს ყველაფერი მიდის, არის ტყვიის გარეშე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის მოსპობა. აი, ეს არის რეალურად განცხადების შინაარსი, რაც გააკეთა ღარიბაშვილმა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.