გიორგი ვაშაძე - გიორგი მარგველაშვილი ჩემთვის არის ნამღერი სიმღერა, რომელმაც ქვეყანაში შედეგი ვერ მოიტანა
გიორგი მარგველაშვილი ჩემთვის არის ნამღერი სიმღერა, რომელმაც ქვეყანაში შედეგი ვერ მოიტანა, ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის სტატუსით მარგველაშვილს გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო.
„ხუთ წელს რომ გადავხედოთ, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის სტატუსით გაცილებით მეტი შეეძლო გაეკეთებინა.
ყოველთვის ვმსჯელობ ადამიანებზე მათი განვლილი გზით – სადაც იყო, რა როლი, ფუნქცია და რა კონკრეტული წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში. ასე რომ, ნამღერ სიმღერას ხელახლა ნუღარ ვიმღერებთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, ვაშაძე პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ პრეზიდენტობისთვის ჯერ ახალგაზრდაა.
გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, გაერთიანებულ ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთო კანდიდატი ეყოლება.