გიორგი ვაშაძე - გიორგი გახარიას მიმართ კითხვის ნიშნები არის, რომელსაც აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი, დანარჩენს ხალხი გადაწყვეტს
საკმაოდ სუსტი იყო გახარიას გუშინდელი ღონისძიება. გიორგი გახარიას კვლავაც აქვს პასუხი გასაცემი ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, მისი პრემიერობის, მინისტრობის და მთავრობაში ყოფნის დროს, რატომ შემცირდა ეკონომიკა, ინვესტიციები, სამუშაო ადგილები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ გახარიას აღნიშნულ კითხვებზე პასუხები არ აქვს, „მაშინ, გამოდის, თვითონაც ყოფილა ამ კორუფციის მონაწილე“.
„პრემიერი იყო, ეკონომიკის მინისტრი იყი, შსს მინისტრი იყო, რომელსაც პირდაპირ ევალება ებრძოლოს კორუფციას. ეს კითხვის ნიშნები არის და ამას აუცილებლად პასუხი უნდა გასცეს, დანარჩენს ხალხი გადაწყვეტს, ვის რა მხარდაჭერა ექნება. შანსს ყველა პოლიტიკურ ძალას აძლევს ქართველი ხალხი. საზოგადოება გადაწყვეტს ვის უნდა ანდოს საკუთარი ბედი“, – განაცხადა ვაშაძემ.
გიორგი გახარიამ 29 მაისს საკუთარი პოლიტიკური გუნდი წარადგინა.