გიორგი ვაშაძე - გიორგი გახარიას აქვს ერთადერთი ამოცანა, როგორმე არჩევნები გააყალბოს
გიორგი გახარიას აქვს ერთადერთი ამოცანა, როგორმე არჩევნები გააყალბოს იგივე წესით, როგორც ეს გააკეთა მეორე ტურში და უარესი მექანიზმებით, როგორც ეს გააკეთა ზუგდიდის არჩევნების დროს, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ნულოვანი ნდობა საქართველოს მოსახლეობისგან, ნულზე უფრო დაბალი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და კონკრეტული მიზანი – გახარიას აქვს ერთადერთი ამოცანა, როგორმე არჩევნები გააყალბოს იგივე წესით, როგორც ეს გააკეთა მეორე ტურში და უარესი მექანიზმებით, როგორც ეს გააკეთა ზუგდიდის არჩევნების დროს. სწორედ ეს არის მისი მისია, მეტი მისია მას არ აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, მასაც ბოლომდე ჩამოვხსნით ფარდას და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ იმას, რომ ქვეყანამ დაიწყოს ნორმალური განვითარების პროცესი“,- განაცხადა ვაშაძემ.