გიორგი ვაშაძე - გავიგე, რომ ზვიად კუპრავამ დატოვა საქართველო გარკვეული ინფორმაციების მისაღებად
„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ პარლამენტის წინ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა უცხოეთში გაემგზავრა.
„გავიგე ინფორმაცია, რომ მან დატოვა საქართველო. როგორც მითხრეს – მე მასთან პერსონალური კონტაქტი არ მქონია, საქმე ეხება გარკვეულ ინფორმაციებს, რომლებიც დამატებით უნდა მიაწოდონ ამ საქმეებთან დაკავშირებით ზვიად კუპრავას“, – განუცხადა პირველ არხს თემის კომენტირებისას გიორგი ვაშაძემ.
ჩვენ დავინტერესდით, ვინ და რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს კუპრავას.
„არ ვიცი. ყოფილი თანამდებობის პირები და ა.შ. ვინც ფიქრობენ, რომ შეიძლება რაღაც დამატებითი დეტალები გამოიკვეთოს ამ დანაშაულებში. მე მაქვს ინფორმაცია, რაც მითხრეს, რომ გარკვეული მტკიცებულებები შეიძლება დამატებით მოიპოვოს სხვადასხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით ამ საქმეში“, – აღნიშნა ვაშაძემ.
ამათან, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, შესაძლებელია თუ არა, ზვიად კუპრავას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ჰქონოდა კონტაქტი.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ზვიად კუპრავა კიევის ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა.