გიორგი ვაშაძე - ევროპული მხარე თუ იტყვის, ბრიუსელშიც ჩავალთ, ამაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია ბრიუსელში ჩავა, თუ ევროპული მხარე აღნიშნულ მოთხოვნას დააყენებს.
კითხვაზე, უპრიანი ხომ არ იქნებოდა, რომ ოპოზიციაც ჩასულიყო 16 მარტს ბრიუსელში, ვაშაზე აცხადებს, რომ ჯერჯერობით მსგავს საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა.
„მთავარი საკითხი არის, რომ რაღაც ნაბიჯი უნდა გადაიდგას. თუ ნაბიჯი შეთანხმებისკენ არ გადაიდგა, არც შარლ მიშელს ექნება ტყუილად შეხვედრის სურვილი. ძალით ვერ ჩავალთ და გინდა თუ არა შეგვხვდითმეთქი, ვერ ვიტყვით. ყველაფერი დამოკიდებულია დღევანდელ დღეზე. ვხედავთ ნათელ მომავალს შეთანხმებისას თუ ვერ ვხედავთ ამ მომავალს. აქედან გამომდინარე, თუ ევროპული მხარე იტყვის, რა თქმა უნდა, ბრიუსელშიც ჩავალთ, ამაზე საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა ვაშაძემ.