გიორგი ვაშაძე - დოკუმენტს ხელს თუ არ აწერ, მაშინ რა უნდა ვაკეთოთ პარლამენტში, რისთვის შემოვედით?
გიორგი ვაშაძე - დოკუმენტს ხელს თუ არ აწერ, მაშინ რა უნდა ვაკეთოთ პარლამენტში, რისთვის შემოვედით?

სიმართლე გითხრათ, ინფანტილიზმად მიმაჩნია უკვე ჭიდაობა ხელის მოწერაზე. აბა, თუ დოკუმენტს ხელს არ აწერ, იმის იმპლემენტაციისთვის შემოვედით ყველა, მაშინ რა უნდა ვაკეთოთ პარლამენტში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

აღნიშნულით, ვაშაძემ შეაფასა დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება.

„კარგია, რომ შედიან პარლამენტში, ეს მათი გადაწყვეტილებაა. სიმართლე გითხრათ, ინფანტილიზმად მიმაჩნია უკვე ჭიდაობა ხელის მოწერაზე. აბა, თუ დოკუმენტს ხელს არ აწერ, იმის იმპლემენტაციისთვის შემოვედით ყველა, მაშინ რა უნდა ვაკეთოთ პარლამენტში? ანუ რისთვის შემოვედით? თუ პარლამენტი არალეგიტიმურია, შეთანხმებას ხელს არ ვაწერ, არ ვმონაწილეობ არაფერში, კითხვა მაქვს, რა უნდა ვაკეთო მაშინ პარლამენტში? რისთვის შემოდიან? მეორე ინფანტილიზმი არის „ქართული ოცნების“ მხრიდან – დაიწყო, თუ არ აწერ ხელს, მაშინ არ ხარ მონაწილე იმ ყველაფრის. ვართ ამ საბავშვო ბაღში. ცრუ დილემაა, თითქოს ეს რაღაც პაექრობა ხალხისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.