გიორგი ვაშაძე - დაზარალებულად არ ვთვლი არც ერთ პოლიციელს, ვინც მონაწილეობა მიიღო 20 ივნისის სისხლიან დაშლაში
ერთ პოლიციელს არ ვთვლი დაზარალებულად, ვინც მონაწილეობა მიიღო 20 ივნისის სისხლიან დაშლაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ამნისტიის კანონპროექტში კარგი გამოსავალი მოიძებნა.
„ჩემი აზრით, აბსოლუტურად სამართლიანად არის მითითებული ერთი რამ, დაზარალებულის თანხმობა იქნება საჭირო პოლიციელებისთვის, დაზარალებულის თანხმობა საჭირო არ იქნება დემონსტრანტებისთვის, ნიკა მელიასთვის. არც ერთ პოლიციელს არ ვთვლი დაზარალებულად, ვინც მონაწილეობა მიიღო 20 ივნისის სისხლიან დაშლაში და რაც მთავარია, ვთვლი დაზარალებულად იმ ადამიანებს, ვისაც თვალი ამოთხარეს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერი ნათქვამია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.