გიორგი ვაშაძე - დარღვეული შეთანხმებების მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობას“ კოალიციაში ჩვენთან ერთად ვხედავ, კოალიციის პრემიერობის კანდიდატი ვიქნები მე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ჩამოვიდეს საქართველოში და ქვეყნის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა.
ამასთან, ვაშაძის თქმით, ყველა პროდასავლურ ძალასთან განიხილავს თანამშრომლობას.
„ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენთან ერთად იმ კოალიციაში, რომელიც ქვეყანას აღმშენებლობის გზაზე გაუძღვება. ერთი, ჩვენ განვიხილავთ თანამშრომლობას პოლიტიკურ ძალებთან, მეორე, თუ სააკაშვილზე გაინტერესებთ, ვფიქრობ, რომ მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ჩამოვიდეს ქვეყანაში და მიიღოს ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობა.
ჩემს მოსაზრებას გეუბნებით, რომ მიუხედავად დარღვეული შეთანხმებებისა, ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენთან ერთად კოალიციაში. ამ კოალიციის პრემიერობის კანდიდატი ვიქნები მე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.