გიორგი ვაშაძე - დამსხვრეული ოცნებების პარტიის ბაქიბუქს დასასრული ექნება 31 ოქტომბერს, როცა პროდასავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს და დავიწყებთ აღმშენებლობას
დამსხვრეული ოცნებების პარტიის ბაქიბუქს დასასრული ექნება 31 ოქტომბერს, როცა პროდასვლური ოპოზიცია გაიმარჯვებს და დავიწყებთ აღმშენებლობის პროცესს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ვაშაძე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სააკაშვილმა კანონის წინაშე, მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი.
ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნება“, რომელსაც რვა წლის განმავლობაში არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია, კლავ ბაქიბუქობს.
„დამსხვრეული ოცნებების პარტია, რომელსაც რვა წლის მანძილზე არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია, ისევ და ისევ ბაქიბუქობს, რაღაც სისულელეებს ლაპარაკობს. ამდენ ლაპარაკს, წადით, ხალხნო, ხალხი არის შიმშილის პირობებში. მითხარით, რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ხალხს დაეხმაროთ, რა გააკეთეთ, რომ 220 მილიონის ქონება ბანკებს არ წაერთმია ხალხისთვის, რა გააკეთეთ, რათა სოფელში არ იყოს ასეთი გაჭირვება, რაიონის ცენტრები არ იყოს დაცლილი, 100 000 სამუშაო ძალა არ წასულიყო ემიგრაციაში და არ დაეტოვებინა ქვეყანა. ახლა გამოდიხართ და კიდევ ბაქიბუქობთ რაღაცებს. ამ ბაქიბუქს დასასრული ექნება 31 ოქტომბერს, როცა პროდასავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს საქართველოში და ჩვენ დავიწყებთ აღმშენებლობის პროცესს. ახლა პერსონალიების იქეთ-აქეთ ხსენება, მესმის, ფიქრობენ, რომ იქნებ, რამენაირად ამით თავისი ელექტორატი შეინარჩუნონ, მაგრამ ეს აღარ გაუვათ, ამდენჯერ ნამდვილდ აღარ გაუვა დამსხვრეული ოცნებების პარტიას, ეგენი რისი დამჭერები არიან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.