გიორგი ვაშაძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო ცვლილებები იმ სახით მივიღოთ, როგორც ის პირველი მოსმენით არის დამტკიცებული
საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნებისთვის“ იქნება ტესტი, დასავლური და ევროპული მიმართულებით სიმბოლურად მაინც თუ აგრძელებენ ინტეგრაციას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძმ განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არის დასავლელი პარტნიორების მოთხოვნაც.
ამასთან, საქართველოს პირველ არხთან საუბრისას გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღონ იმ სახით, როგორც ის პირველი მოსმენით არის დამტკიცებული.
„საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნებისთვის“ იქნება ტესტი, დასავლური და ევროპული მიმართულებით სიმბოლურად მაინც თუ აგრძელებენ ინტეგრაციას, თუ უარს ამბობენ დასავლურ გზაზე. ეს შეთანხმება და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არის როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მეორე და მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები იმ სახით მივიღოთ, როგორც პირველი მოსმენით არის დამტკიცებული“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.