გიორგი ვაშაძე - ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა შეწყდეს და თითოეული საქმე იქნას გამოძიებული
გიორგი ვაშაძე - ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა შეწყდეს და თითოეული საქმე იქნას გამოძიებული

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრებმა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხთან დაკავშირებით მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართეს. „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენული მდგომარეობაა, განსაკუთრებით მაღალია ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის მიზანია, შეწყდეს ქალთა მიმართ ძალადობა და თითოეული საქმე იყოს გამოძიებული.

„ქვეყანაში არის მძიმე კრიმინოგენული სიტუაცია და სამწუხაროდ, საერთო ფონიდან გამოირჩევა ქალთა მიმართ ძალადობა, რომლის უამრავი ფაქტია და გამოუძიებელი. 2019 წელს 119 გაუპატიურების შემთხვევიდან, 72 დღემდე გამოუძიებელია. ეს არის კატასტროფა. რამდენია ისეთი შემთხვევა, როცა არ არის გაცხადებული ამასთან დაკავშირებით. ეშინიათ ქალებს, რომ ხმამაღლა ისაუბრონ ძალადობაზე, რომელიც ხდება ქვეყანაში. ამიტომ ჩვენი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის მთავარი მიზანია, ქალთა მიმართ ძალადობა შეწყდეს ქვეყანაში და თითოეული საქმე იქნას გამოძიებული. პირობას ვდებ, ეს 72 გაუპატიურების საქმეც იქნება გამოძიებული, ისევე როგორც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა შემთხვევა რაც ქვეყანაში ხდება“,- განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.