გიორგი ვაშაძე - ჩემი პოზიციაა, იანვრიდან დავიწყოთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა, „ქართულ ოცნებას“ უნდა მოვუწყოთ განკითხვის დღე
გიორგი ვაშაძე - ჩემი პოზიციაა, იანვრიდან დავიწყოთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა, „ქართულ ოცნებას“ უნდა მოვუწყოთ განკითხვის დღე

„ქართული ოცნება“ არის უმძიმეს დღეში, საერთაშორისო წნეხმა მიიღო სრულიად ახალი სტანდარტი და ხარისხი, – ასეთი კომენტარი გააკეთა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საარჩევნო სისტემის შესახებ მმართველი გუნდი ახალ შეთავაზებაზე.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ქართველი ოცნების“ გუნდის შეთავაზება პრინციპულად ცვლის საარჩევნო მიდგომებს, საზოგადოების მოთხოვნა კი, პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა.

„საზოგადოების მოთხოვნაა, პროპორციულად იყოს წარმოდგენილი ყველა ძალა პარლამენტში და არა ის, რომ ვიღაცამ ივაჭროს, ვის მეტი ადგილი ექნება და ვის ნაკლები. ქვეყანაში არის მილიონი მშიერი ადამიანი. ამ ყველაფერს „ქართული ოცნება“ არაადეკვატურად პასუხობს. ჩემი პოზიციაა, რომ იანვრიდან დავიწყოთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა. „ქართულ ოცნებას„ უნდა მოვუწყოთ განკითხვის დღე იმ არაადეკვატური პასუხებისთვის, რაც ძალაუფლების ტკბობისგან გამომდინარე აქვთ. პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არის ბიძინა ივანიშვილი და ეს ყველას უნდა ესმოდეს. მას აუცილებლად მოვუწყობთ განკითხვის დღეს ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც უკვე პირდაპირ და ღიად აცხადებენ, რომ ფინანსური სანქციები უნდა იყოს მასთან მიმართებაში“, – განცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, დიალოგის ფორმატი დიპლომატების თხოვნით შენარჩუნდება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ აუცილებლად გვექნება წინსვლა, ველოდებით ეუთოს დასკვნას, რომელიც იქნება გარდამტეხი შემდეგ პროცესში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მმართველი გუნდი ინიციატივით გამოდის, პარლამენტში მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს.

ამასთან, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განმარტა, მმართველი გუნდის ინიციატივა არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ შემდგომ არჩევნებსაც ეხება.