გიორგი ვაშაძე - ჩემგან რას ითხოვს სააკაშვილი, ადგეს და თავად გადაწყვიტოს, სად ჩავა და სად არა
ჩემგან რას ითხოვს? რას ჰქვია მომხრე ვარ თუ არა? ადგეს და თავად გადაწყვიტოს, სად ჩავა და სად არა. თუ არ აპირებს ჩამოსვლას, თქვას, თუ რამე სხვას აპირებს, თქვას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „სხვაზე პასუხისმგებლობის დაკისრება ყველაზე ცუდი ქმედება და არასწორი საქციელია“.
„არ ვიცი, ჩვენზე ისარი რატომ გადმოაქვს. ეტყობა, ამ პასუხისმგებლობას თავად ვერ იღებს საკუთარ თავზე? მე ჩემი პასუხისმგებლობა მაქვს და აქედან გამომდინარე ვიქცევი. თქვენ მითხარით და კორიდორი გამიკეთეთ, არასწორია. არ მგონია, ეს დადებითად მოქმედებდეს, ნეგატიურად მოქმედებს საერთო ოპოზიციურ ბრძოლაზე. ამიტომ, სიურპრიზები კი არ უნდა ვუკეთოთ, შეთანხმებულად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.