გიორგი ვაშაძე - ფარულობა იყო დარღვეული, ჩვენ ეს დილითვე აღმოვაჩინეთ, გვქონდა განცხადებებიც, მერე გავაჩერეთ, რათა უფრო მეტად არ დაგვეშინებინა ამომრჩეველი, მორჩა, არჩევნები უნდა გაუქმდეს
გიორგი ვაშაძე - ფარულობა იყო დარღვეული, ჩვენ ეს დილითვე აღმოვაჩინეთ, გვქონდა განცხადებებიც, მერე გავაჩერეთ, რათა უფრო მეტად არ დაგვეშინებინა ამომრჩეველი, მორჩა, არჩევნები უნდა გაუქმდეს

ფარულობა იყო დარღვეული, ჩვენ ეს დილითვე აღმოვაჩინეთ, გვქონდა განცხადებებიც, მერე გავაჩერეთ, რათა უფრო მეტად არ დაგვეშინებინა ამომრჩეველი. მორჩა, არჩევნები უნდა გაუქმდეს, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არაკონსტიტუციურად ჩატარებული არჩევნებია, ამიტომ უნდა გაუქმდეს.

„თქვენ თვალწინ უკვე წარმოდგენილია მტკიცებულებები. ეს მტკიცებულებები არის საჯარო, მაგრამ დამნაშავე თავის დანაშაულს არ გამოიძიებს. ეს კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმაც, დაელოდეთ, საერთაშორისო გამოძიება არის ის, რაც უნდა ჩატარდეს, მაგრამ ამას გამოძიება აღარ სჭირდება, ხალხო. ფარულობა დარღვეულია არჩევნების დროს, არჩევნები უნდა გაუქმდეს. ერთეული შემთხვევა კი არ არის, ყველას აბსოლუტურად, ვინც მივიდა არჩევნებზე, ყველას არჩევნების ფარულობა არის დარღვეული. მორჩა, არჩევნები უნდა გაუქმდეს. ეს არჩევნები არის არალეგიტიმური, ანტიკონსტიტუციურად ჩატარებული არჩევნები.

ფარულობა იყო დარღვეული, ჩვენ ეს დილითვე აღმოვაჩინეთ, პირდაპირ გეტყვით, და განცხადებებიც გვქონდა. მერე გავაჩერეთ, რომ არ დაგვეშინებინა უფრო მეტად ამომრჩეველი, რადგან საერთოდ აღარ მივიდოდა ამომრჩეველი საარჩევნო უბანთან. ყველა საოლქოში შეტანილი არის ამ საკითხთან დაკავშირებით საჩივარი. ეს არის მასობრივი ხასიათის და არა ინდივიდუალური ხასიათის, რომელმაც გააყალბებინა, გადააწერინა არჩევნების შედეგები „ქართულ ოცნებას“. რომელიმე უბანზე კი არ უნდა იყოს ფიქსირებული, ეს არის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დასაფიქსირებელი, რომ ფურცელი შეირჩა ისეთი, რომლითაც ფარულობა იყო დარღვეული, სპეციალურად გაკეთდა ეს“, – განაცხადა ვაშაძემ.