გიორგი ვაშაძე - ამ ოროსნებმა ჯერ ტერმინოლოგია ისწავლონ და წესიერად ახსნან, რას გულისხმობენ არჩევნების ელექტორონულად ჩატარების ინიციატივაში
ამ ოროსნებმა ჯერ ტერმინოლოგია ისწავლონ და წესიერად ახსნან, რას გულისხმობენ საკუთარ ინიციატივაში. ტექნოლოგიებში ტრეინინგი შემიძლია ჩავუტარო. პოლიტიკიდან პენსიაში რომ გავლენ, მაშინ მაინც ჩავუტარებ. ეს უნდა იყოს დანერგილი არა 70 პროცენტში, არამედ 100-ში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ არჩევნებზე არანაირი ტექნოლოგიების დანერგვას არ აპირებს.
ეს არ არის ელექტრონული არჩევნები. თუ კობახიძეს უნდა, ჩავუტარებ ტრეინინგს ელექტრონულ არჩევნებზე. ეს არის ტექნოლოგიების გამოყენება არჩევნებში. ელექტრონული არჩევნები არის ონლაინ არჩევნები. რაც შეეხება კიდევ ერთ თაღლითობას, რაც ირაკლი კობახიძეს, პრორუსული პარტიის თავმჯდომარეს ახასიათებს, რა გამოგვიცხადა გუშინ? მან კარგად იცის, რომ ტექნოლოგიების დანერგვას გვერდს ვერ აუვლის და თქვა, რომ 70 პროცენტში დავნერგავო. რომელ 70 პროცენტში ნერგავს? – სადაც ხმების გაყალბება ნაკლებად შესაძლებელია, მაგრამ დანარჩენ 30 პროცენტში, რომლითაც არჩევნებს აბალანსებენ, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ადგილებში არანაირი ტექნოლოგიების დანერგვას არ აპირებენ. ამ ოროსნებმა, ჯერ ტერმინოლოგია ისწავლონ და წესიერად ახსნან, რას გულისხმობენ საკუთარ ინიციატივაში. ტექნოლოგიებში ტრეინინგი შემიძლია ჩავუტარო. პოლიტიკიდან პენსიაში რომ გავლენ, მაშინ მაინც ჩავუტარებ. ეს უნდა იყოს დანერგილი არა 70 პროცენტში, არამედ 100-ში“, – განაცხადა ვაშაძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესი ფართოდ დაინერგოს“.