გიორგი ვაშაძე - ალეკო ელისაშვილთან გაფორმებულ მემორანდუმში არ არის ის საკითხები, რის გამოც ბოიკოტს შევწყვეტთ
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბარიერის დაწევა არ არის საკითხი, რისი დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ოპოზიციის წარმომადგენლები ბოიკოტს შეწყვეტენ.
მისივე თქმით, მემორანდუმში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერთან ალეკო ელისაშვილთან გააფორმა, დამახინჯებული სახითაა წარმოდგენილი საკითხები, რომლებზეც ოპოზიცია შეთანხმდა.
„ეს არ არის საკითხი, რის გამოც ჩვენ ბოიკოტს შევწყეტთ და რაიმე გადაწყეტილებას მივიღებთ. მემორანდუმში, რომელიც ალეკო ელისაშვილთან გააფორმეს, დამახინჯებულია ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ შევთანხმდით. მაგალითად, კომისიის წევრების საკითხი, ოპოზოციას კომისიის წევრ წარმომადგენლებს რისი უფლებები უნდა ჰქონდეს, ფაქტობრივად, ჩვენი კომისიის წევრები უნდათ, რომ აქციონ დამკვირვებლებად. ეს ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, თუმცა ამ საკითხის ჩასწორება არ არის საკამარისი, რომ ჩვენ შეთანხმებას მივაღწიოთ.
ძალიან მარტივი საკითხია, თუ შეთანხება შედგა რაღა თქმა უნდა, ვიხილავთ ამ საკითხს. რაღაცა ჩვენც ხომ უნდა განვიხილოთ შეთანხმების შემთხვევაში. შეთანხხება უნდა შედგეს იმ ოთხ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გვაქვს მოყვანილი. შემდგომი ნაბიჯი უნდა გადადგას „ქართულმა ოცნებამ“, რომ მოვიდეს კონკრეტული შეთავაზებით, რომელიც ჩვენთვის იქნება მეტ-ნალებად მისაღები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.