გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პარლამენტის პიკეტირება შეთანხმებული იყო აქციაში მონაწილე ყველა ოპოზიციონერ კოლეგასთან
მოთხოვნები და პარლამენტის პიკეტირება შეთანხმებული იყო აბსოლუტურად ყველასთან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, პასუხისმგებლობას არ გაურბის და აქციაზე მის მიერ გამოცხადებული მოწოდება შეთანხმებული იყო ოპოზიციონერ კოლეგებთან.
„მოთხოვნები და პარლამენტის პიკეტირება შეთანხმებული იყო აბსოლუტურად ყველასთან. დანარჩენი, პასუხისმგებლობა უნდა აიღო, თუ გაექცევი, რისი პოლიტიკოსი ხარ. თქვენ გგონიათ, რომ სხვებს უხაროდათ გამოცხადება? ბევრს გამოცხადების ეშინოდა. მე უკან არ დამიხევია. ზოგს არ უნდოდა გამოცხადება, შეიძლება. მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, გამოვცხადე შეთანხმებით სხვა ყველა ოპოზიციონერ კოლეგასთან, ვინც ჩართული იყო. ელენე ხოშტარიასთან ერთად ვიდექი, ლევან ხაბეიშვილი იქ იყო, „გირჩის“ წარმომადგენლებმაც იცოდნენ, „ლელომ“ იცოდა. რა ვიცი, სულ ყველამ იცოდა. ერთად ვიდექით, სხვათა შორის, და რაზე მელაპარაკებით საერთოდ, ყველა ერთად ვიდექით და გამოვაცხადეთ. პასუხისმგებლობისთვის ყველა ვართ მზად, ყოველთვის პასუხისმგებლობით მოვეკიდები ყველა ჩემს განცხადებას და გადამწყვეტ მომენტში გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის გამბედაობა თუ არ გაქვს, მაშინ პოლიტიკიდან უნდა წახვიდე“, – განაცხადა ვაშაძემ.