გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში სუს-ი და შსს გაუქმდება
გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, გეგმავენ, შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებას, ასევე პროკურატურისთვის საგამოძიებო ფუნქციის ჩამორთმევას.
ოპოზიციაში განმარტავენ, რომ მთავარი ფუნქცია ანტიკორუფციულ ბიუროს დაეკისრება, რომელიც რეფორმის ფარგლებში შეიქმნება.
„ჩვენ ფორმულაში სუს-ი უქმდება, შს სამინისტრო უქმდება, პროკურატურას ერთმევა საგამოძიებო უფლებამოსილება. იქნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული, დამოუკიდებელი საგამოძიებო ბიურო. რაც მთავარია, ხელმძღვანელებს აარჩევს საერთაშორისო ექსპერტთა კომისია და წარუდგენს დასამტკიცებლად ორ ან სამ კანდიდატს,“- აცხადებს გიორგი ვაშაძე.