გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „გამარჯვების პლატფორმას“ ეყოლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და ჩრდილოვანი კაბინეტი
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „გამარჯვების პლატფორმას“ ეყოლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და ჩრდილოვანი კაბინეტი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „გამარჯვების პლატფორმას“ ეყოლება როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ისე ჩრდილოვანი კაბინეტი.

როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ჩრდილოვან კაბინეტში საკვანძო პოზიციაზე პროფესიონალები იქნებიან წარდგენილი.

„მზად ვარ, ავიღო პასუხისმგებლობა საქმის კეთებაზე. რა ფუნქციასაც დამაკისრებს ხალხი, იმ ფუნქციით ვიქნები. ვერავინ გამაჩერებს საქმის კეთებაში. მე რომ არაფორმალურად ვერავინ ვერასოდეს მმართავს ცხოვრებაში, ეს კარგად იცით. პლატფორმას აუცილებლად ეყოლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ასევე იქნება ჩრდილოვანი კაბინეტი, რომელშიც საკვანძო პოზიციებზე პროფესიონალები იქნებიან წარდგენილი. ამ ჩრდილოვან კაბინეტს უხელმძღვანელებს ის, ვისაც ექნება ხალხის ნდობა. ერთი წელია მანამდე და დროს წინ ნუ გავუსწრებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.