გიორგი ვაშაძე - 2024 წლის არჩევნების შემდეგ გვეყოლება ახალი, კოალიციური ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნებას დაემორჩილება, გაატარებს ყველა რეფორმას ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებისთვის
2024 წლის არჩევნების შემდეგ გვეყოლება ახალი ხელისუფლება, რომელიც იქნება კოალიციური, პროდასავლური, რომელიც ხალხის ნებას დაემორჩილება, გაატარებს ყველა რეფორმას, რომლებიც გვჭირდება ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, ახალი ხელისუფლება ასევე დაიწყებს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას.
„ჩვენ, „გამარჯვების კოალიცია“ ვიქნებით ერთ-ერთი მთავარი ღერძი ამ ახალი კოალიციური გაერთიანების, რომელიც ხალხთან ერთად სწორად წაიყვანს ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.