გიორგი ვაშაძე – 2024 წლის არჩევნების შემდეგ გვეყოლება ახალი, კოალიციური ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნებას დაემორჩილება, გაატარებს ყველა რეფორმას ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებისთვის

13:17, 13.12.2023

2024 წლის არჩევნების შემდეგ გვეყოლება ახალი ხელისუფლება, რომელიც იქნება კოალიციური, პროდასავლური, რომელიც ხალხის ნებას დაემორჩილება, გაატარებს ყველა რეფორმას, რომლებიც გვჭირდება ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ახალი ხელისუფლება ასევე დაიწყებს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას.

„ჩვენ, „გამარჯვების კოალიცია“ ვიქნებით ერთ-ერთი მთავარი ღერძი ამ ახალი კოალიციური გაერთიანების, რომელიც ხალხთან ერთად სწორად წაიყვანს ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი