გიორგი ტყემალაძე - მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევაზე კითხვები ოპოზიციასთან ერთად უმრავლესობასაც აქვს
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევასთან დაკავშირებით დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობასთან ერთად კითხვები ოპოზიციასაც აქვს.
„ინტერესი დიდია. კითხვები აქვს უმრავლესობის წევრებსაც აქვთ და ვფიქრობ, რომ ეს ფორმატი საშუალებას იძლევა, რომ დეტალურად მივიღოთ ინფორმაცია ამ საკითხზე. სხდომას დაესწრებიან პასუხისმგებელი პირები და შესაბამისად, მერის მოადგილეები“, – განაცხადა ტყემალაძემ.
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.