გიორგი ტუღუში - საქართველოს არაერთი გამოწვევა აქვს ტერორიზმის მიმართულებით
გიორგი ტუღუში - საქართველოს არაერთი გამოწვევა აქვს ტერორიზმის მიმართულებით

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, საქართველო ტერორიზმის კუთხით დიდი გამოწვევის წინაშე დგას და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

,,ჩვენ ძალიან მძიმე ვითარების მომსწრენი გავხდით. ქალაქის ერთ-ერთ უბანში ფაქტობრივად ომი იყო გაჩაღებული. მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი იყოს გამოძიებული და ასევე ჩვენმა სამსახურებმა იმ მიმართულებით იმუშაონ, რომ მომავალში მსგავსი რამ არ მოხდეს. ჩვენ ვნახეთ, რომ საკმაოდ დიდი საფრთხეები არსებობს. საქართველოს არაერთი გამოწვევა აქვს ამ მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ კითხვას გაეცეს პასუხი, რაც ამ ინციდენტთან დაკავშირებით არსებობს”,- აღნიშნა ტუღუშმა.

შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. სპეცოპერაცია სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.

ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია სამი პირი, მათ შორის არის აჰმედ ჩატაევი. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი.