„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია ცნობილი ზუგდიდელი საზოგადო მოღვაწის, კაკა ჟვანიას 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია, სასულიერო პირები და სხვადასხვა თაობის ზუგდიდელები ესწრებოდნენ.
კაკა ჟვანიას იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება დადიანების ნიკოსეულ სასახლეში გაიმართა.