გიორგი შენგელია კაკა ჟვანიას საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო

18:29, 16.05.2019

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია ცნობილი ზუგდიდელი საზოგადო მოღვაწის, კაკა ჟვანიას 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია, სასულიერო პირები და სხვადასხვა თაობის ზუგდიდელები ესწრებოდნენ.

კაკა ჟვანიას იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება დადიანების ნიკოსეულ სასახლეში გაიმართა.

მსგავსი