გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები ავთანდილ ბილანიშვილს დაკითხავენ
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები ავთანდილ ბილანიშვილს დაკითხავენ.
ავთანდილ ბილანიშვილი ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობაში გამოიკითხება.
გამომძიებლები აღნიშნული პირით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ის რამდენიმე მედიასაშუალებამ საქმესთან კავშირში მყოფ პირად დაასახელა.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია ბრალდბული. მცხეთის საქალაქო სასამართოს გადაწყვეტილებით, 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.