გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები ავთანდილ ბილანიშვილს დაკითხავენ

17:48, 08.07.2020

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები ავთანდილ ბილანიშვილს დაკითხავენ.

ავთანდილ ბილანიშვილი ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობაში გამოიკითხება.

გამომძიებლები აღნიშნული პირით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ის რამდენიმე მედიასაშუალებამ საქმესთან კავშირში მყოფ პირად დაასახელა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია ბრალდბული. მცხეთის საქალაქო სასამართოს გადაწყვეტილებით, 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მსგავსი