გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით შსს-ში ანა გაბეჩავა იმყოფება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მოწმე ანა გაბეჩავა მივიდა.
მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. გაბეჩავას ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, ანა გაბეჩავა უწყებაში ვიდეომასალების გასაცნობად დაიბარეს.
უფლებადამცველის განცხადებით, უცნობია, თუ რა ვიდეოებზეა საუბარი.
„მოვედით გარკვეული ვიდეოების დასათვალიერებლად. არ ვიცი, საქმის მასალებში არის თუ არა. გამოკითხვა არ იქნება. თუ არ ვცდები, არის აგარაკის კადრები, ავალთ და გეტყვით“, – აღნიშნა ანა გაბეჩავას ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.
შეგახსენებთ, ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შედეგად 22 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე 17 პირია დაკავებული.