გიორგი შაქარაშვილის ბიძა - მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ვინ გამოიწვია კონფლიქტი, რომელმაც საბოლოო ჯამში განაპირობა მძიმე ტრაგედია
გიორგი შაქარაშვილის ბიძა - მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ვინ გამოიწვია კონფლიქტი, რომელმაც საბოლოო ჯამში განაპირობა მძიმე ტრაგედია

ვიდრე დადგინდება გიორგის გარდაცვალების მიზეზი, მნიშვნელოვანია, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის დაყენება, ვინც ჩართულები იყვნენ კონფლიქტში, რომელიც წინ უძღოდა გიორგის გარდაცვალებას, – ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ვინ გამოიწვია კონფლიქტი, რომელმაც საბოლოო ჯამში განაპირობა მძიმე ტრაგედია

„ვიდრე დადგინდება გიორგის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი, მნიშვნელოვანია, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის დაყენება, ვინც ჩართულები იყვნენ კონფლიქტში, რომელიც წინ უძღოდა გიორგის გარდაცვალებას. მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვინ გამოიწვია ეს კონფლიქტი, რომელმაც საბოლოო ჯამში განაპირობა ეს მძიმე ტრაგედია. იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტ სიღრმეში წავალთ და საბოლოო ჯამში გვექნება სრული სურათი მომხდარ ვითარებაზე. ძალიან რთულია ამ ეტაპზე საუბარი, კონკრეტული კვალიფიკაცია რა იქნება საბოლოო ჯამში. ყოველდღიურად ახალი დეტალების გამოკვეთის მიხედვით პროკურატურა ჩამოყალიბდება საბოლოო კვალიფიკაციაზე. საბოლოოდ კვალიფიკაცია მაშინ იქნება, როდესაც ამოიწურება საქმეში არსებული გარემოებების გამოკვლევა“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, უშუალოდ გიორგის დაღუპვასთან დაკავშირებით არსებობს ორი ვერსია.

„უშუალოდ გიორგის დაღუპვასთან დაკავშირებით არსებობს ორი ვერსია. ერთი ის, რომ გაუსწორდნენ ფიზიკურად და ისე აღმოჩნდა მდინარეში, მეორე ვერსიაა, რომ უბრალოდ შეშინებულმა ჩაირბინა და ტრაგიკული ან გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო აღმოჩნდა მდინარეში. ეს რომ დადგინდეს უტყუარად, ამისთვის საჭიროა ექსპერტიზის საბოლოო შედეგი, რომელსაც ჩვენ ყველანი ველოდებით ანუ რომ გაიმიჯნოს დაზიანებები არის სიცოცხლეში მიყენებული თუ მის შემდეგ“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მისივე განცხადებით, დაკავებულებთან მიმართებით საჭიროა სწორი კვალიფიკაცია.

„რა თქმა უნდა სწორი კვალიფიკაცია სჭირდება ყველა იმ მოქმედებას, რაც ახლა იმ დაკავებულმა პირებმა განახორციელეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება. მათ რაც განახორციელეს, ამ ვითარებიდან გამომდინარე მოიცავს ჩემი თვალსაზრისით არა ერთ კვალიფიკაციას, მათ შორის ძალადობასაც, დანაშაულის დაფარვასაც, შეიძლება ხულიგნობაზეც იყოს საუბარი ვინმესთან მიმართებაში ანუ რამდენიმე კვალიფიკაციის კვეთა არსებობს. რომელზე ჩამოყალიბდებიან ეს ბრალდების გადასაწყვეტია“, – განაცხადა გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირები პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს. შსს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი 14:00 საათზე გაკეთდება.