გიორგი საბედაშვილი - ლაშა ხეთერელი როგორც გათავისუფლდა, ასევე გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან საქართველოს ყველა მოქალაქე, სახელმწიფო ამისთვის ყველაფერს აკეთებს
სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური სამსახურის უფროსის, გიორგი საბედაშვილის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელის გათავისუფლების პროცესში სახელმწიფო აქტიურად იყო ჩართული და უკანონოდ დაკავებულ სხვა პირებთან ერთად, მისი საკითხი განიხილებოდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის ფორმატში.
გიორგი საბედაშვილის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ უკანონოდ დაკავებული ყველა მოქალაქე დროულად გათავისუფლდეს.
„უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია. მისი გათავისუფლების პროცესში სახელმწიფო აქტიურად იყო ჩართული. მისი და სხვა დაკავებულების საკითხი განიხილებოდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის ფორმატში. როგორც ლაშა ხეთერელი გათავისუფლდა უკანონო პატიმრობიდან, ასევე გათავისუფლდება საქართველოს ყველა მოქალაქე. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა უკანონოდ დაკავებული დროულად გათავისუფლდეს“, – აღნიშნა გიორგი საბედაშვილმა.