გიორგი სააკაშვილი - ჩვენ უნდა ვუთხრათ არა რუსეთში ყოფნას, მინდა, ვიცხოვროთ შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ხმა
ჩვენი გზა ევროპაშია. ექვს დღეში არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და ჩვენ უნდა ვუთხრათ არა რუსეთში ყოფნას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა თავისუფლების მოედნის მიმართულებით მსვლელობისას განაცხადა.
როგორც გიორგი სააკაშვილმა აღნიშნა, ყველა უნდა გაერთიანდეს და მივიდეს არჩევნებზე, რომ „ქართული ოცნება“ არ დარჩეს ხელისუფლებაში.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს, ხედავთ, რამდენი მოქალაქე გამოვიდა. ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში. ექვს დღეში არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და ჩვენ უნდა ვუთხრათ არა რუსეთში ყოფნას. ჩვენ მივექანებით რუსეთში, მე ასეთი განცდა მაქვს. მინდა, ვიცხოვროთ შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ხმა. ყველანი გავერთიანდეთ, ყველანი მივიდეთ, ოღონდ „ქართული ოცნება“ არ დარჩეს ხელისუფლებაში“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.
თბილისში იმართება მარში სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. მარშის მონაწილეები რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობით თავისუფლების მოედისკენ მიემართებიან, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.