სამოქალაქო აქტვისტებმა და „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ გიორგი რურუას მხარდასაჭრი აქცია-პერფორმანსი გამართა. ისინი გიორგი რურუას გათავისუფლებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, სიმბოლურად ეს აქცია სწორედ იმ ადგილას გაიმართა, სადაც რურუა დააკავეს. მათ გამვლელებს სათამაშო იარაღები დაურიგეს. მათივე თქმით, რურუასთვის წაყენებული ბრალდება აბსურდულია.
„ჩვენი პერფორმანსის მიზანი არის კიდევ ერთხელ გამოჩნდეს, როგორ საბჭოთა მილიციის სტილში მოხდა იარაღის ჩადება იმ ბიზნესმენისთვის, რომელოც საქართველოში ოპოზიციურ აზრს აფინანსებდა. სწორედ მილიციის ეს ფორმები და მილიციის მანქანა არის ამის სიმბოლო, რომ ასეთი პოლიტიკური რეპრესიები პოლიციის გამოყენებით ხდებოდა საბჭოთა ქვეყანაში და არა დემოკრატიულ ში. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პატიმრები, მათ შორის გიორგი რურუა“, – განაცხადა აქტივისტმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.