გიორგი რამიშვილი - იმედი მაქვს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით პროცესები გამჭვირვალედ წარიმართება
იმედი მაქვს, რომ პროცესები წარიმართება გამჭვირვალედ და საქართველოსთვის სასიკეთოდ დამთავრდება, – ამის შესახებ „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ მეგობრები ვართ და დღევანდელ დღეს ჩვენ სხვა მესიჯი გვაქვს. ამ თემაზე ბევრი არ მინდა ვილაპარაკო, მაგრამ მინდა ვთქვა, ვართ მეგობრები და იმედი მაქვს, რომ პროცესები წარიმართება გამჭვირვალედ. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი საქართველოსთვის სასიკეთოდ დამთავრდება“,- აღნიშნა გიორგი რამიშვილმა.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გუშინ პროკურატურაში მივიდნენ, სადაც მათ ბრალის დადგენილება და საქმის მასალები გადასცეს.