გიორგი ქოჩორაშვილი თურქეთთან მატჩის შესახებ - ვფიქრობ, მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ არ გაგვიმართლა #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილი თურქეთთან მატჩის შესახებ - ვფიქრობ, მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ არ გაგვიმართლა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან მატჩის შემდეგ გუნდის სადებიუტო შეხვედრა შეაფასა.

„ვფიქრობ, დღეს მეტს ვიმსახურებდით. პირველი 15 წუთი ძალიან გაგვიჭირდა. მაგრამ ვიპოვეთ ჩვენს თავში ძალა, რომ წინ წავსულიყავით და გოლი გაგვეტანა. ძალიან ამაყი ვარ ჩემი გუნდით, ჩემი მეგობრებით, ჩემი ოჯახით.

ამ თამაშში ყველაფერი ჩავდეთ. მაგრამ არის კომპონენტები, რაშიც მათ გაუმართლათ, ჩვენ კი – არა. შევეცდებით, რომ ძალები აღვიდგინოთ და შემდეგი თამაშისთვის მზად ვიყოთ.

თურქეთის ნაკრებმა რა შთაბეჭდილება დატოვა? ვფიქრობ, თამაში სწორად იყო დაგეგმილი. მატჩის მსვლელობის დროს რაღაცების შეცვლა მოგვიხდა იმის მიხედვით, რომ თურქეთის ნაკრები მაღალ დონეზე თამაშობდა – მათ მაღალი კლასის მოთამაშეები ჰყავთ.

თურქეთთან თამაში წარსულს ჩაბარდა და შევეცდებით, რომ ეს ლაფსუსებიც წარსულს ჩავაბაროთ, ამ მარცხიდან რაღაც ვისწავლოთ და ჩეხეთთან პირველ გამარჯვებას მივაღწიოთ.

გახარებული ვარ, რომ დორტმუნდში ჩვენს საგულშემატკივროდ 10-15 ათასი გულშემატკივარი ჩამოვიდა. მათი ხმა გვესმოდა – თურქები მრავლად იყვნენ და რაღაც მომენტებში მათმა ხმამ ჩვენებისას გადააჭარბა, მაგრამ მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, რომ ჩამოვიდნენ და ჩვენთან ერთად იყვნენ“.