გიორგი ქობულია ტურისტული გამოფენა-ბაზრობა „აითიბი ბერლინი“-ს მმართველ მენეჯერებს შეხვდა
გიორგი ქობულია ტურისტული გამოფენა-ბაზრობა „აითიბი ბერლინი“-ს მმართველ მენეჯერებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენა-ბაზრობისაითიბი ბერლინი“-ს (ITB Berlin) მმართველ მენეჯერებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

ეკონომიკის სამინისტრო ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წელს აღნიშნული გამოფენის ფარგლებში საქართველოსთვის გამოფენის ოფიციალური მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრეს, რაც გაზრდის საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით.

შეხვედრას ასევე დაესწრო სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

გერმანელი სტუმრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თბილისსა და მცხეთას დაათვალიერებენ, ასევე თელავს, წინანდალსა და სიღნაღს ეწვევიან.