გიორგი ქობულია - საქართველო მცირე ეკონომიკაა და ყოველთვის შეიძლება, იყოს გადახრა დროის მცირე პერიოდებში, ამიტომ ერთი თვის შედეგებით არ უნდა ვიმსჯელოთ
ერთი თვის შედეგებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და წლის ან კვარტალური შედეგები განვიხილოთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ მიკროსესხების შემცირების შესახებ დასმული კითხვისას განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტულ თვეში შეიძლება იყოს შეამცირა ან ზრდა და ერთი თვის მონაცემი სრულ სურათს არ იძლევა.
„რაღაც თვეში შეიძლება, იყოს ზრდა, შეიძლება შემცირება. ვიმეორებ, ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება ერთი თვის შედეგებს. იგივე საუბარი იყოს ევროპაში ექსპორტზეც იანვრის თვეში. ეს მონაცემები ახლა რომ ვნახოთ, უფრო გასწორდა. ვისაუბროთ, კვარტალურზე მაინც და წლის შედეგებზე, რადგან საქართველო მცირე ეკონომიკაა და ყოველთვის შეიძლება, იყოს გადახრა წინ თუ უკან დროის მცირე პერიოდებში“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.