გიორგი ქობულია - ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მეტ ინტეგრაციას განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში
მე ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც მოგვცემს მეტ სტაბილურობას, რაც ძალიან გვჭირდება ჩვენ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.
გიორგი ქობულიამ ხმა მისცა თბილისში, ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის მესამე უბანზე.
„ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მეტ ინტეგრაციას განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში, იმ კანდიდატს, რომელიც გვერდით დაგვიდგება და მხარს დაგვიჭერს სოციალ-ეკონომიკური პროგრამის დანერგვასა და შესრულებაში, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ. ეს არის ჩემი არჩევანი,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დადებითად შეაფასა ხმის მიცემის პროცესი და არჩევნების მიმდინარეობა.
„ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, აუცილებლად მოვიდეს და გააკეთოს არჩევანი,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.