გიორგი მშვენიერაძე - კონსტიტუცია იცავს არა მარტო იმ სიტყვას, რომელიც ყველას მოგვწონს, არამედ იმასაც, რომელიც გვაბრაზებს, აღგვაშფოთებს და შეურაცხგვყოფს კიდეც
გაბუნიას სიტყვა ბევრს არ მოგვეწონა, მაგრამ ღვთის მადლით, ამისთვის სასჯელის მაქსიმუმი მისი გადაცემის არყურებაა და სხვა არაფერი, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს.
„კონსტიტუცია იცავს არა მარტო იმ სიტყვას, რომელიც ყველას მოგვწონს, არამედ იმასაც, რომელიც გვაბრაზებს, აღგვაშფოთებს და შეურაცხგვყოფს კიდეც. სახელმწიფო ორგანოები რომ დაეწყვნენ და ორკესტრირებული განცხადებები გამოდეს კანონისმიერ მკაცრ რეაგირებაზე, ძაან სასაცილოდ გამოიყურება. ხოლო „რუსთავი 2“-თან რასაც ვხედავთ, ძალიან ჰგავს იმ ხალხის რეაქციას, რომელსაც გუშინწინ სასურველი სტუმარი გავუქციეთ, ხმა ვერ ამოიღეს და ახლა აქ გადმოანთხიეს ბრაზი“, – წერს გიორგი მშვენიერაძე „ფეისბუქზე“.