გიორგი მშვენიერაძე - დონალდ ტრამპის მკვლელობა რუსეთის ან ჩინეთის ინტერესშია
გიორგი მშვენიერაძე - დონალდ ტრამპის მკვლელობა რუსეთის ან ჩინეთის ინტერესშია

დონალდ ტრამპის მკვლელობა რუსეთის ან ჩინეთის ინტერესშია, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „რუსეთი ამით მნიშვნელოვან შიდა არეულობას გამოიწვევდა აშშ-ში, რაც შეასუსტებდა უკრაინის სამხედრო დახმარებას, ხოლო ჩინეთი მისთვის „საძულველ“ პოლიტიკოსს არჩევნებამდე მოიშორებდა“.

„აშშ იმით არის ძლიერი სახელმწიფო, რომ კონკურენტებს არჩევნებში ამარცხებენ და არ კლავენ, როგორც ეს რუსეთში და ჩინეთში ხდება.

„ქართული ოცნება“ კი დღეს სწორედ ამ უკანასკნელების მოკავშირეა, საქართველოში რუსულ პოლიტიკას ატარებს, ხოლო ჩინეთს სტრატეგიულ პარტნიორად აცხადებს. მხნეობა ამერიკელ ხალხს და გამარჯვება დემოკრატიას!“ – წერს მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.