გიორგი მშვენიერაძე - 2012 წელს რამდენიმე საბადრაგო მანქანას თავს დაესხნენ, არავის მათ წინააღმდეგ ძალა არ გამოუყენებია, სააკაშვილს გლდანის ციხეში თუ გადაიყვანთ, ვვარაუდობ, რომ უარესი გელით
2012 წელს რამდენიმე საბადრაგო მანქანას თავს დაესხნენ, არავის მათ წინააღმდეგ ძალა არ გამოუყენებია, სააკაშვილს გლდანის ციხეში თუ გადაიყვანთ, ვვარაუდობ, რომ უარესი გელით, – ამის შესახებ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„2012 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გლდანის ციხის (მათ შორის ციხის საავადმყოფოს) შესასვლელი ბლოკირებული ჰქონდათ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს. პატიმრების შეყვანა და გამოყვანა ფაქტობრივად ვერ ხდებოდა. რამდენიმე საბადრაგო მანქანას, რომელსაც პატიმრები გარე საავადმყოფოში გაყავდა, თავს დაესხნენ და ამოყირავებასაც ცდილობდნენ. არავის მათ წინააღმდეგ ძალა არ გამოუყენებია. სააკაშვილს გლდანის ციხეში თუ გადაიყვანთ, ვვარაუდობ რომ უარესი გელით.
საქართველოს მთავრობა – გაითვალისწინეთ“, – წერს გიორგი მშვენიერაძე.