გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ მომავალი წლიდან მეხანძრე-მაშველების ხელფასები კიდევ გაიზრდება
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ მეხანძრე-მაშველებს მომავალი წლიდან, კვლავ გაეზრდებათ ხელფასები. ამ თვიდან კი, ისინი უკვე გაზრდილ ხელფასს აირებენ.
„ამ თვიდან უკვე 20 პროცენტით გაიზრდება ხელფასები. მომავალი წლიდან, ეტაპობრივად, ჩვენ გამოვნახავთ იმის რესურსს, რომ მეხანძრე-მაშველებს მივცეთ შესრულებული სამუშაოს ადეკვატური ხელფასები“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.