გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები მიიღო
გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის სახელით პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ვახშამს პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო და საპატრიარქოს წარმომადგენლები და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ.