გიორგი მარგველაშვილმა კამპანია „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ - რესპუბლიკის 100 წელი“ თელავიდან დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კამპანია „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ – რესპუბლიკის 100 წელი“ თელავიდან დაიწყო.
გიორგი მარგველაშვილმა ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
კამპანიის ფარგლებში, უნივერსიტეტში წარმოდგენილია მობილური ფოტოგამოფენა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს. მარგველაშვილმა შეხვედრის დასასრულს, სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა.