გიორგი მარგველაშვილი - ზაზა სარალიძისთვის მთავარი სათქმელი იყო იმ ტკივილის გაზიარება, რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო
ზაზა სარალიძისთვის მთავარი სათქმელი იყო იმ ტკივილის გაზიარება, რომელიც ზაზა სარალიძის გარდა ბევრ ადამიანს შეეხო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც ზაზა სარალიძეს შეხვდა.
„ბუნებრივია, მთავარი სათქმელი იყო გაზიარება იმ ტკივილის, რომლითაც სავსეა ამ კაცის გული და, რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო. ვუერთდები, როგორც ზაზა სარალიძეს, ასევე სხვა ადამიანებს, ვისაც აქვთ გულისტკივილი, რათა მშვიდი, წყნარი და სტაბილური პროცესი იქნას უზრუნველყოფილი, ქვეყანა იყოს სიმშვიდეში. ამისთვის მე ვეურთიერთები ხელისუფლებასაც, არ დავიღლები იმ სამსახურში, რომ საქართველო იყოს ყველასთვის ის ქვეყანა, რომელში ისინი ერთდროულად პოულობენ სამართლიანობის განცდას და ამავე დროს ეს იყო სტაბილური ქვეყანა. ამ მიზნისთვის მუშაობაში არ გავჩერდები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.