გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებს ეპატიჟება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებს ეპატიჟება.
წინასწარი ინფორმაციით, ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, პოლონეთის, ფინეთის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელარუსის პრეზიდენტები 2018 წლის 26 მაისის ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ვარშავიდან იუწყება, გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც პოლონეთში ვიზიტით იმყოფება, ამ ქვეყნის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა საქართველოში უკვე დაპატიჟა.
“ამ ქვეყნებმა დამოუკიდებლობა 1918 წელს აღადგინეს და მმართველობის ევროპული ფორმა – რესპუბლიკა აირჩიეს. გვინდა, ერთად აღვნიშნოთ ეს დღე. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პოლონელი კოლეგა დაპატიჟა”, -,განუცხადა პირველ არხს უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა.