გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა
გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ტრანზიტული ვიზიტით ავღანეთიდან პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

პოლონელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა, სადაც ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.

„მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე იმსჯელეს, საუბარისას განიხილეს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შესაძლო ვიზიტი, ასევე მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და ნატო-ს მომავალ სამიტს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.