გიორგი მარგველაშვილი - მე ამ რუსულ ხელისუფლებასთან 2014 წლის იანვრიდან ვარ ბრძოლაში, ასე რომ, ბრძოლას გავაგრძელებ
საქართველომ ძალიან სერიოზულად გადაუხვია უკვე, კარგა ხანია, შემობრუნებაც იქნება ასეთი გრძელი, მშვიდი და არ უნდა დავსახოთ რაღაცა სწრაფი გეგმები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
„ამ სწრაფი გეგმების პარალელურად, არ უნდა გვინდოდეს ამის მიღწევა ერთ და ორ დღეში. ეს არის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდები, პრინციპულები და ხანგრძლივ ბრძოლაზე გავთვალოთ. მე ამ რუსულ ხელისუფლებასთან 2014 წლის იანვრიდან ვარ ბრძოლაში, ასე რომ, გავაგრძელებ, ბუნებრივია.
პროტესტის ყველანაირი ფორმა მისაღებია. ყველანი, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვიბრძვით იმ არჩევანის წინააღმდეგ, რომელიც გააკეთა არა პრორუსულმა, პირდაპირ კრემლის ხელისუფლებამ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.