გიორგი მარგველაშვილი - ხვალინდელი დღესასწაული ვერ შედგებოდა ისეთი ძლიერი მეგობრის გარეშე, როგორიც არის ლიეტუვა
გიორგი მარგველაშვილი - ხვალინდელი დღესასწაული ვერ შედგებოდა ისეთი ძლიერი მეგობრის გარეშე, როგორიც არის ლიეტუვა

ხვალინდელი დღესასწაული ვერ შედგებოდა ასეთი ძლიერი მეგობრის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დალია გრიბაუსკაიტეს მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.

„მადლობა ლიეტუვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს. მე მინდა ხაზი გავუსვა თქვენს მიერ საქართველოს ინტერესების წამოწევას, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს კონტექსტში. მე მაქვს რწმენა, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე საქართველოს პროგრესი ადეკვატურად იქნება ასახული და ლიეტუვური მხარის წვლილი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან ერთობლივი განცხადების გაკეთების დროს.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე დღეს ეწვია. საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრა გამართეს, სადაც დალია გრიბაუსკაიტეს ვიზიტი განიხილეს, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერის უმნიშვნელოვანესი ჟესტი.